გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზურაბ ჭიაბერაშვილი: ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ერი-სახელმწიფოების მოდელი მუდმივად იარსებებს, შეიძლება არ იყოს ასე, ამიტომაცაა აუცილებელი საიმედო თავშესაფრის პოვნა

18-01-2026

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ერი-სახელმწიფოების მოდელმა მუდმივად არ იარსებოს, ამიტომაც პატარა ერებისთვის აუცილებელია საიმედო თავშესაფრის პოვნა.


მისი თქმით, სწორედ ასე იქცევა ისლანდია და ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს, რადგან პატარა ერები, ტურბულენტურ სამყაროში „ძლიერი და წარმატებული ალიანსის“ წევრობით უნდა გადარჩნენ.


„ისლანდია აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას. ფაქტია, რომ პატარა ერები თავშესაფარს ეძებენ ამ ტურბულენტურ სამყაროში. გადარჩებიან, ვინც ძლიერი და წარმატებული ალიანსის წევრები იქნებიან.


ჩვენ რატომღაც გვგონია, რომ ერი-სახელმწიფოების მოდელი (რომელიც მოდერნულობის მოვლენაა) მუდმივად იარსებებს. შეიძლება არ იყოს ასე. ამიტომაცაა აუცილებელი საიმედო თავშესაფრის პოვნა. დემოგრაფიული ტენდენცია, ბუნებრივი კატაკლიზმები და ტექნოლოგიური რევოლუცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ბევრი ერი-სახელმწიფოს არსებობას“, - წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031