გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

18-01-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შუახევის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკებისას, მეგობარს - 1972 წელს დაბადებულ ზ.დ.- ს , ნაჯახის გამოყენებით სხეულზე დაზიანებები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.

პოლიციამ ტ.მ. ბრალდებულის სახით მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.


სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109- ე მუხლით მიმდინარეობს , რაც 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930