გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი კაია კალასს თანამდებობისთვის შეუფერებელს უწოდებს

19-01-2026

.ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კაია კალასის ტვიტს გამოეხმაურა და მას თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, კალასის „ეს განცხადება და მისი ფორმულირება არასწორი, პოლიტიკურად გულუბრყვილო და სტრატეგიულად საშიშია”.


„ის სრულიად მოწყვეტილია დღევანდელ სამყაროს და ევროპის რეალურ ინტერესებს. როდესაც ასეთი სიტყვები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან მოდის, ეს უბრალოდ შემაშფოთებელი კი არ არის, ეს ნიშნავს, რომ ის ამ თანამდებობისთვის შეუფერებელია“, - წერს ლოპესი.


ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დანიას, ნორვეგიას, შვედეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს, ნიდერლანდებსა და ფინეთს 10%-იან ტარიფებს უწესებს, რის შესახებაც კალასმა დაწერა, რომ “ჩინეთსა და რუსეთს ალბათ კარგი დღე აქვთ. სწორედ ისინი სარგებლობენ მოკავშირეებს შორის განხეთქილებით. ტარიფები ევროპისა და შეერთებული შტატების გაღარიბების რისკს აჩენს და ძირს უთხრის ჩვენს საერთო კეთილდღეობას”.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031