გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ჭოტორლიშვილი: ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას - ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება, რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?

20-01-2026

ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში, - წერს გერმანიაში მოღვაწე ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტოლიშვილი სოციალურ ქსელში.

ჭოტორლიშვილი ინტერესდება, რა მოხდებოდა, „რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის“ შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით, ქართველებიც თუ 30 ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით.


„ე.ი. რა გამოდის, ფუმფულა ლიბერალი დანიელები იძულებით სტერილიზაციას უტარებდნენ გრენლანდიის მოსახლეობას და ამით ამცირებდნენ მათ რაოდენობას. ხალხი ბნელი რომ იყო მაშინ კი არა, ეს ხდებოდა დღეს, ადამიანის უფლებების, იდენტობის დისკურსის, ლგბტ, ვეგანობის, ევროინტეგრაციის, ფემინიზმის, ეკოლოგიის, გამარჯვებული ჰუმანიზმის და დემოკრატიის ეპოქაში.


მიდიოდა ხალხის გენოციდი და ამის შესახებ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით, გავიგეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ამერიკელებმა გრენლანდიის დანიისთვის წართმევა გადაწყვიტეს და საჯარო გახადეს მათი დანაშაული. წარმოიდგინეთ ასეთი რამ სხვას რომ გაეკეთებინა, როგორი გნიასი იქნებოდა ატეხილი მედიაში.


რატომ გაიზარდა საქართველოს მოსახლეობა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, სსრკ-ს შემადგენლობაში, რა მოხდებოდა რომელიმე პროგრესული დასავლური იმპერიის შემადგენლობაში რომ მოვხვედრილიყავით? ჩვენც ოცდაათი ათასი დავრჩებოდით გრენლანდიელებივით? აპრიორი რატომ გგონიათ, რომ საქართველოს მოსახლეობის მიმართ უფრო კეთლშობილი ზრახვები აქვთ ვიდრე გრენლანდიელების მიმართ? ქართველი ლიბერალი საკუთარ თავს ევროპაცენტრისტ ნაცისტებთან რომ აიგივებს, იმდენს ვერ ხვდება რომ თეთრი ბატონებისთვის თვითონაც გრენლანდიელია?“ - წერს ლევან ჭოტორლიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031