გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი პრემიერის ინიციატივაზე: დებატების დაბრუნება ნიშნავს იდეების დაბრუნებას და დეზინფორმაციის შემცირებას, ეს პროცესი საზოგადოებას უკეთ ინფორმირებულს ხდის და ამცირებს მანიპულაციის რისკებს

22-01-2026

„საჯარო დისკუსიის გაძლიერებისკენ მიმართული პრემიერის ინიციატივა დემოკრატიული პროცესისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.


მეგრელიშვილის შეფასებით, პრემიერის ინიციატივა ზრდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქე რეალურად მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში.


„საჯარო დისკუსიის გაძლიერებისკენ მიმართული პრემიერის ინიციატივა დემოკრატიული პროცესისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როცა საზოგადოებას ეძლევა შესაძლებლობა, მოისმინოს სხვადასხვა პოლიტიკური ძალის პოზიცია და თავად შეაფასოს არგუმენტები, არჩევანი ხდება გააზრებული და არა თავსმოხვეული. ბოლო წლებში პოლიტიკური სივრცე მეტისმეტად პოლარიზებული გახდა, რაც რეალურ პრობლემებზე მსჯელობას ხშირად ჩრდილავს. დებატების დაბრუნება ნიშნავს იდეების დაბრუნებას და დეზინფორმაციის შემცირებას. ეს პროცესი საზოგადოებას უკეთ ინფორმირებულს ხდის და ამცირებს მანიპულაციის რისკებს. პრემიერის ინიციატივა, ზრდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას და ქმნის გარემოს, სადაც მოქალაქე რეალურად მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - წერს მეგრელიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31