გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქართული საზოგადოების თვალში წონა აღარ აქვს ევროპულ განცხადებებს და მიდგომებს, არის ის, რომ ყველგან სახეზეა ორმაგი სტანდარტი

23-01-2026

ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოების სათანადო ინფორმირება, ყველაფერს მოეფინა ნათელი, მათ შორის იმ სიცრუეს, რომელსაც ძალიან დიდი სიხშირით ვისმენდით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული საზოგადოების თვალში დაკარგა წონა ევროპულმა განცხადებებმა, ევროპულმა მიდგომებმა, მათ მიერ განხორციელებულმა აქტებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE"-ში განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი, დაახლოებით 4 წელია, დაიწყო.


„მანამდე, დასავლური სივრცე, მათ შორის ევროკავშირი საქართველოში მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხრიდან იყო აღქმული, როგორც იდეალური ფენომენი, რომელსაც არც შეცდომები აქვს, არც პრობლემები აქვს და არაფერი. სინამდვილეში ყველაფერს მოეფინა ნათელი, მათ შორის იმ სიცრუეს, რომელსაც ძალიან დიდი სიხშირით ვისმენდით ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც ქართული საზოგადოების თვალში დაკარგა წონა ევროპულმა განცხადებებმა, ევროპულმა მიდგომებმა, მათ მიერ განხორციელებულმა აქტებმა. ამაში, ბუნებრივია, ევროპული ბიუროკრატია საკუთარ თავს უნდა ადანაშაულებდეს, თუმცა ევროპული ბიუროკრატია არ მოქმედებს დამოუკიდებლად, მოქმედებს არაფორმალური გავლენები და სწორედ ამ არაფორმალური გავლენების საფუძველზე იღებენ ისინი გადაწყვეტილებებს. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ქართული საზოგადოების თვალში წონა აღარ აქვს ევროპულ განცხადებებს და მიდგომებს, არის ის, რომ ყველგან სახეზეა ორმაგი სტანდარტი. ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სხვადასხვა გამოვლინებაზე. ავიღოთ ობიექტური საერთაშორისო ინდექსები, მაღალრეპუტაციული ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი რეიტინგები, სადაც ქართული სახელმწიფოს შეფასება არის სრულიად სხვა და ევროპული ბიუროკრატიის შეფასებები მთლიანად აცდენილია ამ ობიექტური სინამდვილიდან. ამას ხედავს ქართული საზოგადოება. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ საზოგადოების თვალში არავითარი წონა აღარ აქვს ევროპულ განცხადებებს საქართველოს წინააღმდეგ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031