გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი: ხმა ყველაზე ევროპელ კანდიდატს მივეცი

28-11-2018

მმართველი გუნდისაგან მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მან ხმა დღეს ყველაზე ევროპელ კანდიდატს მისცა.

„მე ჩემი არჩევანი, ჩემი ხმა ყველაზე ევროპელ კანდიდატს მივეცი. ჩემი არჩევანი არის მშვიდობიანი, ერთიანი, დაწყნარებული და ღიმილიანი საქართველო“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ვინაობა დღეს არჩევნების მეორე ტურის შედეგების მიხედვით გაირკვევა.

მოსახლეობა არჩევანს დამოუკიდებელ კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ, გრიგოლ ვაშაძეს შორის აკეთებს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30