გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამთა მეგრელიშვილი: ეს არის უდიდესი სკანდალი - დღეს ირკვევა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული „საია“ 2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას, დროებითი ღონისძიების სახით, რაზეც მიიღო სასტიკი უარი

23-01-2026

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „საია“ 2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას დროებითი ღონისძიების სახით, რაზეც სასტიკი უარი მიიღო და სასამართლომ ეს მოთხოვნა არც კი განიხილა. მისი თქმით, საიამ ეს მარცხი დამალა და ქართველ ხალხს არ უთხრა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეჭვიც კი არ შეიტანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაში.


„ეს არის უდიდესი სკანდალი!! დღეს ირკვევა, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული „საია“ 2024 წელშივე ითხოვდა სტრასბურგში საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმებას დროებითი ღონისძიების სახით, რაზეც მიიღო სასტიკი უარი. არც კი განიხილა სასამართლომ ეს მოთხოვნა. საიამ დამალა ეს უარი, ეს მარცხი დამალა და ქართველ ხალხს არ უთხრა, რომ სტრასბურგის სასამართლომ ეჭვიც კი არ შეიტანა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაში. ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული საბოტაჟი - უნდა გაირკვეს ვინ იდგა ამ გადაწყვეტილების უკან, ვინ დამალა ეს ამბავი და როგორ მისცა პროცესებს რადიკალიზაციის საშუალება!!“, - წერს მეგრელიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930