გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი სოსიაშვილი: ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში

24-01-2026

ჯანსაღი დებატების კულტურით გაჯანსაღდება პოლიტიკური გარემო, ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება დაპირისპირება, აგრესია, მონოლოგის რეჟიმში საუბარი, რომლითაც ასე იწამლებოდა ჩვენი საზოგადოება ბოლო წლების განმავლობაში, - განუცხადა ჟურნალისტებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.


დეპუტატი დარწმუნებულია, რადიკალებისთვის ეს დებატები მიუღებელი ფორმატია იმ თვალსაზრისით, რომ სურთ მონოლოგის რეჟიმში თავიანთი შექმნილი ცრუ ნარატივები მოახვიონ ხალხს თავზე.


„როგორც კი კითხვას დაუსვამ, მაშინვე გაურბიან ამ კითხვებს, ვინაიდან მთავარი მათთვის არის თავიანთი დღის წესრიგი, თავიანთი პატრონების მიერ მიცემული დავალება როგორ უნდა განავრცონ, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას თავს“, - აღნიშნა გიორგი სოსიაშვილმა.


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728