გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე: ვინმე გამოვიდა ამ თვითმარქვია აფერისტის, არაფრისმაქნისი პოლიტიკური ლეშის დასახსნელად? 200 კაციან მარშსაც კი ვერ უკეთებენ და სხვების აქციებს „ეტენებიან“

25-01-2026

ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, სააკაშვილის მომხრეები მის დასაცავად 200 კაციან მარშსაც კი ვერ აწყობენ და სხვის მიერ გამართულ აქციებს „ეტენებიან“.

 

ამის შესახებ ჩერგოლეიშვილმა „ტვ პალიტრას“ ეთერში ისაუბრა.

 

„მას, (სააკაშვილს რედ.) იმისი ზრდილობაც არ ჰყოფნის, რომ 400 დღეზე მეტია, ქართველი ხალხი, საზოგადოების ნაწილი გარეთ დგას და მათ ეუბნება - თქვენ უნიათოები ხართო. ეს თვითმარქვია აფერისტი, არაფრისმაქნისი პოლიტიკური ლეში ამ ხალხს ეუბნება, რომ თქვენ არაფერს არ განასახიერებთ, აი მე რომ გამოვალ, ერთ კვირაში დავამთავრებ ყველაფერსო.

 

არ გახსოვთ 2016 წლამდე თავის პარტიას რა უკეთებდა? ხომ ჩამოვიდა? ვინმე გამოვიდა მაგის დასახსნელად ან მაგის დაძახებულზე? ან საერთოდ, ვინმემ იზრუნა მასზე? 200 კაციან მარშსაც კი ვერ უკეთებენ. კაცი ციხეშია... თუ ის ლიდერია და თუ ხალხს ის უნდა, მის დასახსნელად რამეს ხომ გააკეთებდნენ?

 

200 კაციან მარშს ვერ აწყობენ, სხვის აქციებს ეტენებიან მისი სურათებით, რომ ეგება ნაყიდ ეთერში მოახვედრონ, რომ იმან ციხეში დაინახოს, რომ აი რაღაც აქცია იყო სადაც მისი ფოტო ჩანს“ - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728