გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
New York Post: სექსმუშაკებზე მოთხოვნა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დროს მკვეთრად გაიზარდა

25-01-2026

„დავოსში, წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, სექსმუშაკებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, მათ შორის, ერთმა კლიენტმა, სავარაუდოდ, ოთხი დღის განმავლობაში ხუთ ქალთან ერთად ყოფნაში შთამბეჭდავი - 114,000 დოლარი გადაიხადა“, ამის შესახებ New York Post-ი, შვეიცარიულ გამოცემა „20 Minutes“-ზე დაყრდნობით წერს.


სტატიის თანახმად, გლობალური ელიტის „მუშაობა ბოლომდე, გართობა ბოლომდე“ დამოკიდებულება აშკარად გამოიკვეთა შვეიცარიულ ქალაქში ესკორტებისადმი გაძლიერებულ მოთხოვნაში.


შვეიცარიული გაცნობისა და ეროტიკული სერვისების პლატფორმა Titt4Tat-ის ცნობით, გლობალური ლიდერების, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისა და შეძლებული მაგნატების ჩამოსვლამ სექსმუშაკებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.


„ეროტიკული სერვისების მოთხოვნებმა 19 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 79-ს მიაღწია, რაც შოკის მომგვრელ 4,000%-იან ზრდას ნიშნავს, იუწყება შვეიცარიული გამოცემა „20 Minutes“.


პლატფორმა Titt4Tat-მა, რომელიც სექსმუშაკებს პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს, განაცხადა, რომ კონფერენციამდე დავოსში საშუალოდ დღეში მხოლოდ ორი დაჯავშნა ფიქსირდებოდა ყოველწლიურად“, - წერს New York Post-ი.


რეგიონული ფრანგული გაზეთის „La Dépêche“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ სექსმუშაკებს შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები და მოგზაურებიც, რომლებიც „შეძლებული, გავლენიანი პირებისგან რამდენიმე დამატებითი დოლარის შოვნას ცდილობდნენ“.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728