გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოცეულშია

28-01-2026

ევროკომისიამ, კანონის უზენაესობის ინდექსი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის მიერ არის მომზადებული. კანონის უზენაესობით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზე გავიდა.


გამოკვლევის ფარგლებში, დანაშაულის კონტროლის ეფექტიანობის მსოფლიო რეიტინგიც გამოქვეყნდა, სადაც საქართველომ შეფასების 100-პროცენტიანი სისტემით 92 პროცენტი მიიღო და მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში მე-17 ადგილზე გავიდა. საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ 23 სახელმწიფოს და სხვა არაერთ განვითარებულ ქვეყანას: გერმანიას, იტალიას, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს, შეერთებულ შტატებს, კანადას, ესპანეთს, ბელგიას, ირლანდიას, პორტუგალიას, ლიეტუვას, ლატვიას, კვიპროსს, უნგრეთს, ჩეხეთს, ალბანეთს, ბულგარეთს, ავსტრალიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ კორეას, საბერძნეთს, სლოვაკეთს, მალტას, ჩრდილოეთ მაკედონიას, თურქეთს, ალბანეთს.


ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული ინდიკატორი, განმარტების მიხედვით, ზომავს კრიმინალური დანაშაულის გავრცელებას ქვეყნებში და და ასევე, ადამიანების ზოგად აღქმას უსაფრთხოების და დაცულობის შესახებ.


ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტი აწარმოებს, რომლის სათაო ოფისი ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031