გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: მაია სანდუმ თავისი განცხადებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მის სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი

28-01-2026

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებაზე ისაუბრა, რომლის თქმითაც - „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა”.


ირაკლი კირცხალიას განცხადებით, მაია სანდუ არის პრეზიდენტი, რომელიც საკუთარი განცხადებებით და ქმედებებით აუქმებს მოლდოვის სუვერენიტეტს.


„ცოტა კომიკურია ქალბატონი სანდუს მხრიდან, ახლო წარსულს რომ გადავავლოთ თვალი და არ წავიდეთ მის შორეულ განცხადებებსა და ქმედებებში, ეს არის ქალბატონი, რომელიც ოფიციალურად აუქმებს, მისი განცხადებებით და ქმედებებით გააუქმა თავისი ქვეყანა და მისი სუვერენიტეტი. ასეთი ადამიანი, როდესაც სუვერენულად დამოუკიდებელ ქვეყანაზე აკეთებს ასე განცხადებას, უბრალოდ ანეკდოტური პასაჟია ეს ყველაფერი. ძალიან კარგად ვხედავთ, ვინ არის და რა ძალას წარმოადგენს ის თავის ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ თავის ქვეყანაში მოვა დრო და მას და მისნაირ ძალებს, მათ პატრონებს, გაეცემათ შესაბამისი პასუხი, მხოლოდ განცხადებისთვის და არა მხოლოდ იმ ქმედებებისთვის, რასაც თავის ქვეყანას უკეთებს“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930