გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძის ინფორმაციით, საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება

30-01-2026

სამხრეთ კორეულ გამოცემა The Korea Herald-თან ინტერვიუში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, გაავრცელა ინფორმაცია ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების შესახებ. 


როგორც სამხარაძემ გამოცემას განუცხადა, საქართველო-კორეის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და იურიდიული ჯგუფები, მიმდინარე წელს ხელმოწერისთვის ტექსტის საბოლოო ფორმირებაზე მუშაობენ.


მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანში და აღნიშნა, რომ ის აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მთავარი დამაკავშირებელი რგოლია.


„ჩვენი მიზანია, ეს დერეფანი არა მხოლოდ ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი, არამედ ყველაზე მოსახერხებელი გზაც გავხადოთ. საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი რგოლია და კორეული კომპანიების ინტერესებში შედის, გამოიყენონ საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი ევროპაში ექსპორტისთვის“,- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ The Korea Herald-თან ინტერვიუში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728