გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს

31-01-2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ევროპარლამენტარის, მიხაელ გალერის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს. ამგვარი მძიმე, ატავისტური შეცდომის გამოსწორება პოსტის წაშლით და ბოდიშის მოხდითაა შესაძლებელი", - წერს შალვა პაპუაშვილი.


გალერმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „მოსკოვური ქმნილებები, ივანიშვილი, კობახიძე და კომპანია ერთადერთები არიან, რომლებმაც ქვეყანა უნდა დატოვონ“.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031