გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროპას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება

2-02-2026

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, პარიზს არასდროს გამოურიცხავს რუსეთთან დიალოგი, იმ პირობით, რომ უკრაინასთან სრული გამჭვირვალობა იქნება - ნათქვამია Libération-თან ინტერვიუში.


ბარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება.


"ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები, პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე", - განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის დაკვირვების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აჩვენებს რეალურ ნიშნებს მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილის შესახებ. ამას ადასტურებს, კერძოდ, რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის, სამგზავრო მატარებლის "ბარვინკოვე-ლვივი, ჩოპი" დაბომბვა, რაც ბარომ ომის დანაშაულად შეაფასა.


ფრანგმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.


"დღეს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მოდის. სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერის ძირითადი ნაწილი ასევე ევროპიდან მოდის... უკრაინამ იცის, რომ მას შეუძლია ევროპელების ურყევ მხარდაჭერაზე დაეყრდნოს", - განაცხადა ბარომ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930