გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზაზა შათირიშვილი “ქართულ ოცნებაზე”: უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე იყოს ის - ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას

2-02-2026

მინდა მივმართო "ქართულ ოცნებას"  - ის სიმართლე, რასაც მე საზოგადოების ინფორმირებისთვის ვაქვეყნებ - კარგად იციან ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, - წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც მსოფლიოში არსებულ კონფლიქტებს მიმოიხილავს და ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვის შესახებ საუბრობს.

  

მისი თქმით, ხელისუფლებამ, რომელმაც კარგად იცის, რომ მოვლენები სწორედ ამგვარად განვითარდება, “უნდა დაასრულოს სირაქლემის პოზაში ყოფნა” და საზოგადოებას სიმართლე უნდა უთხრას.

 

ფილოსოფოსი აცხადებს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებელი სწორედ ხელისუფლება იქნება.

  

ვფიქრობ, მათ უნდა დაასრულონ სირაქლემის პოზაში ყოფნა, გამოვიდნენ და საჯარო ტრიბუნიდან საზოგადოებას უნდა უთხრან რეალობა, რაც უნდა მძიმე და რთულად მოსასმენი იყოს ის ზოგიერთებისთვის. ეს მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც საზოგადოება შეძლებისდაგვარად მომზადებული შეხვდეს იმ უბედურებას, რაც მაღალი ალბათობით ჩვენს გარშემო შეიძლება დატრიალდეს - ვგულისხმობ ევროპის ფართომასშტაბიან ომში ჩართვას. წინააღმდეგ შემთხვევაში, როდესაც პროცესები ზუსტად ისე განვითარდება, როგორც მე ვამბობ - ხალხის არაინფორმირებულობაზე პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებას დაეკისრება.” - წერს ზაზა შათირიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930