გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბათუმსა და თბილისში წითელი ცირკულარით ძებნილი 4 პირი დააკავეს

2-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მძიმე დანაშაულებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის 4 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„დაკავებულები, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, თავისუფლების აღკვეთის, ძარცვის, განზრახ მკვლელობის, უკანონოდ იარაღის ტარების, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების, მუქარის, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის, ნარკოდანაშაულისა და დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იძებნებოდნენ.

სამართალდამცველებმა ძებნილი პირები ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმსა და თბილისში, სხვადასხვა დროს დააკავეს.

დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930