გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დამშრობ მასივზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

3-02-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში სამელიორაციო არხების გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს.


სოფელ გვიმბალაურში რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობ მასივზე 20 ჰექტარ ფართობზე არსებული კოლექტორული და შემკრები არხები  დანალექი გრუნტისა და ნატანი მასისგან სრულად იწმინდება. არხების საერთო სიგრძე დაახლოებით 3500 მეტრს შეადგენს.


სამუშაოების ჩატარების შედეგად, სადრენაჟე ინფრასტრუქტურა გამართულად იმუშავებს, რაც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და ახლომდებარე საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვისგან დაცვას. ჯამში დატბორვისგან დაცული იქნება 20  ჰექტარი მიწის ფართობი.


აღსანიშნავია, რომ 2012-2024 წლებში, „საქართველოს მელიორაციის“ მიერ გურიის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, დრენირებულია 2175 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031