გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Reuters: რუსული გაზის ექსპორტი ევროპაში იანვარში 10%-ით გაიზარდა

3-02-2026

რუსულმა ენერგოგიგანტმა „გაზპრომმა“ “თურქული ნაკადის“ მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში ევროპაში გაზის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,3%-ით გაზარდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


სააგენტოს ცნობით, „თურქული ნაკადი“ გახდა ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც რუსეთი ევროპას გაზს აწვდის, მას შემდეგ, რაც უკრაინამ ხუთწლიანი ტრანზიტული შეთანხმება, რომელსაც ვადა 2025 წელს ამოეწურა, აღარ გააგრძელა.


როგორც Reuters-ი აღნიშნავს, ევროპაში „თურქული ნაკადის“ მეშვეობით რუსული გაზის ექსპორტმა იანვარში 1,73 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 1,57 კუბურ მეტრს შეადგენდა.


ზოგადად, 2025 წელს უკრაინული მარშრუტის დახურვის შემდეგ „გაზპრომმა“ ევროპაში რუსული გაზის ექსპორტი 44%-ით შეამცირა, რაც 1970-იანი წლების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გასულ წელს ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 18 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031