გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტი ევროკომისიას 10 წლის განმავლობაში განხორციელებულ ცენზურაში ადანაშაულებს

4-02-2026

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პლატფორმა X-ზე განცხადება გაავრცელა, რომელშიც ევროკომისიას ბოლო 10 წლის განმავლობაში ცენზურის პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებს.


მათი შეფასებით, ევროკომისიამ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიზანმიმართულად გამოიყენა პოლიტიკური ბერკეტები სოციალური მედიის პლატფორმებზე ზეწოლისთვის, რასაც მათი თქმით, ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა მოჰყვა. განცხადებაში ასევე, საუბარია სხვადასხვა ქვეყნებში საარჩევნო პროცესებში ჩარევაზე.


„შეჯამების სახით: თავისი ყოვლისმომცველი 10-წლიანი ცენზურის კამპანიის ფარგლებში, ევროკომისიამ - წარმატებით განახორციელა ზეწოლა სოციალური მედიის პლატფორმებზე, რათა მოეხდინათ უტყუარი ინფორმაციის ცენზურა ამერიკის შეერთებულ შტატებში - მიზანში ამოიღო აშშ-ის პოლიტიკური შინაარსის კონტენტი ცენზურისთვის; - და ჩაერია ევროპის მასშტაბით ჩატარებულ არჩევნებში“, - წერია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930