გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჭარის პოლიციამ ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

4-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003 წელს დაბადებული ბ.ე. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


მათივე ცნობით,  დაკავებული ბ.ე. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავისუფლების იძულებით აღკვეთის, მუქარა- თაღლითობის ბრალდებით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა ბ.ე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930