გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ზურაბ ჟვანია ხშირად მესიზმრება

5-02-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების 21-ე წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება:


„თენგო გოგოტიშვილმა რომელსაც ყველაფერი ახსოვს, შეგვახსენა, რომ შესრულდა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 21-ე წლისთავი. ზურას თუკი ვიღაცები ახსენებენ, მხოლოდ ახსენდებათ ერთი ფრაზა "მე ვარ ქართველი და მაშასადამე ევროპელი".


სინამდვილეში ეს იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, თანამედროვე ქართული პარლამნეტარიზმის და იმ პოლიტიკური სკოლის ფუძემდებელი, რომელსაც მეც მივაკუთვნებ საკუთარ თავს.


დარწმუნებული ვარ მომავალ თავისუფალ პარლამენტში, სხდომათა ტრიბუნის უკან დაიდგმება მისი ბიუსტი.


გარდა ამისა ზურა იყო საოცრად თბილი და კარგი ადამიანი, ნამდვილი მეგობარი. მე ძალიან ხშირად ვიხსენებ განსაკუთრებული სითბოთი და სიზმარშიც ხშირად მესიზმრება, ძალიან პოზიტიურად.


მის შვილებს შეუძლიათ იამაყონ მისით და მეც ვამაყობ ჩემი და ზურას თანამებრძოლეობით“ - წერს სააკაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728