გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკონომიკის სამინისტროში Visa - ს რეგიონულ პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა

6-02-2026

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და ირაკლი ნადარეიშვილი კომპანია Visa - ს რეგიონულ პრეზიდენტს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, შუა აღმოსავლეთსა და აფრიკაში ტარეკ მუჰმუდს შეხვდნენ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი თანამშრომლობის მიმართულებებს. მათ შორის, ტურიზმის, ავიაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისა და სხვა კუთხით.


განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა Visa - ს პარტნიორობით გახსნილ სივრცეებზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. ასევე საუბარი შეეხო Visa ბიზნეს ლაუნჯის პროექტს, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე წლის მარტში ამოქმედდება. პროექტის ჯამური ღირებულება მილიონ ლარზე მეტია და აეროპორტის სივრცეში 270 კვ.მ. ფართობზე განთავსდება.


Visa - ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ისაუბრა კომპანიის სხვა ინიციატივებზე, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში ელექტრონული სერვისების განვითარების მიმართულებით. აქცენტი გაკეთდა Visa - ს ჩართულობაზე ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობასა და ერთობლივი აქტივობების განხორციელებაზე, აგრეთვე მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ციფრული უნარების განვითარების პროცესში. Visa - ს რეგიონული პრეზიდენტი ასევე დაინტერესდა ინოვაციური ეკო-სისტემის განვითარების კუთხით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, რომელმაც ქვეყანაში IT - ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე მზარდი გახადა.


შეხვედრას ასევე დაესწრნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728