გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მეხუთე საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა ფიცი დადეს

7-02-2026

ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-5 საარტილერიო ბრიგადაში წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს.


8-თვიანი ვადით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულმა ახალგაზრდებმა ფიცის დადებამდე, ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი გაიარეს. მათ სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, ტაქტიკური და სხვა სახის მომზადება ჩაუტარდათ. წვევამდელები მე-5 საარტილერიო ბრიგადაში იმსახურებენ, სადაც მათ პროფესიონალი სამხედროები მოამზადებენ. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით დარეგისტრირებული პირები ხელფასზე დამატებით 30%-იან დანამატს მიიღებენ. წვევამდელთა სამსახურში გაწვეულ პირს უნარჩუნდება სამსახური როგორც კერძო, ისევე საჯარო დაწესებულებაში.


მე-5 საარტილერიო ბრიგადის მეთაურმა წვევამდელებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა. ღონისძიებაზე წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. ცერემონიალს წვევამდელთა ოჯახის წევრები და  თბილისის 168-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, რომლებიც სწავლობენ საგანს - „სამხედრო საქმე“.


სკოლის მოსწავლეები სამხედრო ქვედანაყოფში პროექტის - “ერთი დღე ჯარში” ფარგლებში იმყოფებოდნენ. მათ სამხედრო ბაზაზე სტუმრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედროების მემორიალთან პატივის მიგებით დაიწყეს. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს. ისინი ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728