გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პირს მორგანი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს: ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი

9-02-2026

გავლენიანი ბრიტანელი ჟურნალისტი, პირს მორგანი, პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს გადადგომისკენ მოუწოდებს.


მისი განცხადებით, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება და ქვეყნისთვის უმჯობესია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა დატოვოს.

„კირ, კარგი კაცი ხარ. წესიერი კაცი. არსენალის გულშემატკივარი (ყოველთვის კარგი გამოცდაა კაცისთვის).


როდესაც გადაიღე „ცხოვრების ისტორიები“, შენი შესანიშნავი მოგზაურობა ბრიტანული პოლიტიკის მწვერვალზე ძალიან შთამაგონებელი აღმოჩნდა ჩემთვის. მაგრამ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება. ქვეყნის საკეთილდღეოდ, გადადექი“, - წერს მორგანი X-ზე.


დიდი ბრიტანეთის პოლიტიკურ წრეებში ვითარება კირ სტარმერის ადმინისტრაციის უფროსის, მორგან მაკსვინის გადადგომამ გაამწვავა, რომელმაც ეპშტეინის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტის, პიტერ მენდელსონის აშშ-ში ელჩად დანიშვნის გამო პასუხისმგებლობა აიღო.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930