გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დედოფლისწყაროში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერა

10-02-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების საფუძველზე, საკონდიტრო საწარმოში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელეს. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში გამოვლინდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები - ინდმეწარმე ლ. ნ. (მის: ჰერეთის ქ. N43, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების, ეტიკეტირების წესისა და სურსათის უვნებლობისადმი არსებული სხვა მოთხოვნების დარღვევით ამზადებდა საკონდიტრო ნაწარმს.


გამოვლენილ დარღვევებზე გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა, შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი. მოქალაქეს, რომლისგანაც ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვიდა, არაგეგმური ინსპექტირების შედეგები წერილობით ეცნობა.


სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად აცნობონ ცხელ ხაზს - 1501, დროული რეაგირებისთვის მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031