გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა

13-02-2026

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 8 მაისი საქართველოში ღვინის ეროვნულ დღედ გამოცხადდა.


UNESCO-ს მიერ მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებული ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში დაყენებული ღვინო სწორედ გაზაფხულზე იბადება.


„ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო კვლევისა და პოპულარიზაციის“  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო მუშაობის შედეგებმა აჩვენა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ღვინოს 8000 წლის წინ აყენებდნენ და ეს ტრადიცია დღემდე უწყვეტად გრძელდება.


საქართველო რომ ღვინის სამშობლოა, ამის დამადასტურებელი კვლევის  ფარგლებში, არქეოლოგიური გათხრები მაისის თვეში დაიწყო.


8 000 წლის უწყვეტი ისტორიის მქონე ქართული ღვინის ეროვნული დღე მაისის თვეში, 8 რიცხვში აღინიშნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930