გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
ქუთაისში კადეტთა ლიცეუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა

30-11-2018

ქუთაისში კადეტთა ლიცეუმს ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა.  შემთხვევის შედეგად, დაზიანებულია ყაზარმული ნაწილი, სადაც სამხედროების საძინებლებია განთავსებული.


მოგლეჯილმა სახურავმა ეზოში მდგარი ორი ავტომობილი დააზიანა.


საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. 112-ში ქუთაისიდან ამ დროისთვის 50-მდე შეტყობინებაა შესული.


ძლიერმა ქარმა ქუთაისში რამდენიმე შენობა დააზიანა, ჩამოგლიჯა ბანერები და მოთხარა ხეები.


1tv.ge

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31