გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მუხურის მეფუტკრეობის ბაზაზე სანაშენე მეურნეობის სამართლებრივ საკითხებზე სემინარი გაიმართა

18-02-2026

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მუხურის მეფუტკრეობის საცდელ ბაზაზე სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მეფუტკრეებისთვის სემინარი გაიმართა.


შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა და ძირითადი გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სანაშენე საქმიანობის ფარგლებში ჯიშური მიკვლევადობის სისტემის კვლევისა და დანერგვის საკითხებს.


საუბარი შეეხო ფუტკრის გენეტიკური რესურსების აღდგენა-კონსერვაციას, იზოლირებული და ბუფერული ზონების განსაზღვრას, საკვები ბაზის გაფართოების აუცილებლობას, ჰიგიენისა და ვეტერინარული კონტროლის მოთხოვნებს, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული (SPS) სტანდარტების დაცვას, საფუტკრე მეურნეობის შემოწმების წესს, ფერმის მართვის სისტემის დანერგვასა და სელექციის ორგანიზებას. ასევე განიხილეს დოკუმენტაციის წარმოება, ბონიტირების ინსტრუქციის დახვეწა და მისი განხორციელების მექანიზმები.ფერმის მართვის სისტემის დანერგვა და  სანაშენე სტატუსის მინიჭება   ადგილობრივ  და საერთაშორისო  ბაზარზე ნდობის განმტკიცების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. მსგავსი ტიპის შეხვედრები და სწავლებები მეფუტკრეების ინფორმირების და ცნობადობის ამაღლების აუცილებელი პირობაა“, - აღნიშნა  სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.


შეხვედრას მეფუტკრეთა გაერთიანების დირექტორი ალეკო პაპავა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, საკრებულოს წევრები, სოფლის რწმუნებულები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სხვა შესაბამისი სამსახურების  წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    თებერვალი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728