გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დაინიშნა

18-02-2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად პლატონ კალმახელიძე დანიშნა.


ახლად დანიშნულ სახელმწიფო რწმუნებულს პრემიერი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილ მნიშვნელოვან პროექტებზე.


ირაკლი კობახიძემ პლატონ კალმახელიძეს ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა.


პლატონ კალმახელიძეს საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. იგი დღემდე კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე იყო, ასევე, 2014 წელს არჩეული იყო თელავის მერად.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031