გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეთადონი“ ამოიღო - დაკავებულია უკრაინის მოქალაქე

20-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე 1996 წელს დაბადებული კ.პ. დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, „მეთადონი" ამოიღეს, ხოლო, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ელექტრო სასწორი და ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აცხადებენ უწყებაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930