გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს: ბაჩუკი ქარდავასთან დაკავშირებული ინციდენტი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს

1-12-2018

"გაერთიანებული ოპოზიციის" წარმომადგენელ ბაჩუკი ქარდავაზე შესაძლო თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ბაჩუკი ქარდავაზე შესაძლო თავდასხმის ფაქტზე, შესაბამისი რეაგირება მოახდინა და იგი პოლიციის განყოფილებაში გამოსაკითხად დაიბარა.


ვაკე-საბურთალოს სამმართველოში უკვე გამოიკითხა ბაჩუკი ქარდავა, რომელმაც დღეს, ყიფშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განმარტა, რომ მის მიმართ ვინმეს მხრიდან ძალადობას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.


ვინაიდან აღნიშნული არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა"-აცხადებენ უწყებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930