გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შსს-ს სპეციალური განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" აქციასთან დაკავშირებით

1-12-2018

"ნაციონალ;ური მოძრაობის" მიერ რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"შინაგან საქმეთა სამინისტრო 2 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციაზე დაიცავს იქ შეკრებილი მოქალაქეების უსაფრთხოებას და მართლწესრიგს.


რუსთაველის გამზირზე მობილიზებული იქნება საპოლიციო ძალები, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია და დაცული იყოს როგორც აქციის მონაწილეების, ისე რიგითი მოქალაქეების უსაფრთხოება.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. აქციის მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი"-აცხადებენ შსს-ში.


შეგახსენებთ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგებს არ ცნობს და ამის გამო, მათმა ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 29 ნოემბერს ფილარმონიის დარბაზიდან, მასშტაბური საპროტესტო მანიფესტაცია დააანონსა, რომელიც რუსთაველის გამზირზე 2 დეკემბერს უნდა გაიმართოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031