გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა

24-02-2026

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალენ ბერსეს შეხვდა.


მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები.


ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ევროპის საბჭოს დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობას.


შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკურ საკითხებზე, ასევე განხილულ იქნა რეგიონში არსებული ვითარება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930