გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სააკაშვილი ტელეკომპანიებს - „ფორმულასა“ და „TV პირველს“ საყვედურობს

24-02-2026

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანიებს - „ფორმულასა“ და „ტვ პირველს“ საყვედურობს.

 

ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

„ძვირფასო „ფორმულა“ და „TV პირველო“, როგორ მოახერხეთ ზვიგენის პროცესის გაშუქება ისე, რომ მე საერთოდ არ მახსენეთ. ჩემი კოლეგა პოლიტიკოსები ისედაც არ იმყოფებიან პატიმრობაში და ჩემი ხმის გაგება მხოლოდ სასამართლოს ჩანაწერებითაა შესაძლებელი.

 

ე.ი. ჩვენს საჯარო განცხადებებზე დაფუძნებული ბრალდების განხილვა არასაჯარო გახადეს. ისე კი ამ პროცესის დახურვით ზვიგენის პატრონმა ყველა დიქტატორს გადაუჯოკრა და სრული უმწეობა აღიარა.

 

ოღონდ ძალიან გთხოვთ ახლა თქვენ ნუ გადაუჯოკრავთ ივანიშვილს ჩემი ეთერიდან გაუჩინარების საქმეში“ - წერს სააკაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930