გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

28-02-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 1997 წელს დაბადებული რ.ც. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1968 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას - 80 000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ.

„ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ც. და თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930