გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის" დირექტორს შეხვდა

4-03-2026

ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები ანალიტიკური ცენტრის „ქუინსი ინსტიტუტის“ დირექტორს ანატოლ ლივენს და ინსტიტუტის მკვლევრებს შეხვდნენ.


შეხვედრაზე ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკაზე მათ შორის, სამხრეთ კავკასიის რეგიონთან მიმართებით.


მხარეებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები.


შეხვედრისას საუბარი შეეხო რუსეთ-უკრაინის ომს და მასთან მიმართებით ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიდგომებს.


საუბრის თემას წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე პროცესები. ყურადღება გამახვილდა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე მათ შორის, გარე ჩარევის მცდელობებსა და ფაქტებზე.


მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებზე და მასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვაზე.


საპარლამენტო დელეგაციას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობს.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი ლიკა შარტავა და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი „ხალხის ძალიდან“ ეკა სეფაშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930