გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში გრძელდება - ნიკოლოზ სამხარაძე კონგრესმენ ადერჰოლტს შეხვდა

5-03-2026

„დავასრულეთ შეხვედრა კონგრესმენ ადერჰოლტთან, რომელიც არის საგარეო კომიტეტის წევრი და ამავდროულად, არის აშშ-ის დელეგაციის წევრი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში. საუბარი გვქონდა საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობებზე და იმ მზაობაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გავაუმჯობესოთ ეს ურთიერთობები“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, კონგრესისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

სამხარაძის განცხადებით, კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებით. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს სტრატეგიულ როლზე ტრანზიტისა და დაკავშირებადობის მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

„კონგრესმენი დაინტერესდა ოკუპაციის საკითხებით, რა ვითარებაა ოკუპირებულ რეგიონებში და ჩვენ მას ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ ამ თემაზე, ასევე, იმ საფრთხეებზე, რომლის წინაშეც საქართველო დგას. გვქონდა საუბარი საქართველოს ტრანზიტის და დაკავშირებადობის ფუნქციაზე და ამ მიმართულებით ჩვენს სტრატეგიულ როლზე. ასევე, შევთანხმდით, რომ როგორც საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლები, ამ მიმართულებითაც აქტიურად ვითანამშრომლებთ. ასევე, კონგრესმენი ცნობილია მისი დაინტერესებით ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში და შევთავაზეთ, რომ ამ საკითხებზეც ერთობლივად ვიმუშაოთ საქართველოს პარლამენტმა და აშშ-ის კონგრესმა“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031