გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ტყიბულში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

5-03-2026

იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ტყიბულში, სახელმწიფო ტყეში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა უკანონოდ მოიპოვა 17 კუბურ მეტრამდე სხვადასხვა სახეობის სამასალე მერქანი, რომლის ტრანსპორტირებაც სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე ავტომანქანით განახორციელა. საკარმიდამო ნაკვეთში აღმოჩენილია დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო და უნებართვო სანახშირე.


საამქროს ტერიტორიაზეა განთავსებული პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება. ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაიგზავნება შესაბამის საგამოძიებო უწყებაში.


„ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, სატყეო სამსახურების თანამშრომლები სისტემურ პატრულირებას ახორციელებენ. ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების - ვიდეოხაფანგებისა და დრონების საშუალებით უწყვეტად მიმდინარეობს მონიტორინგი. ტყის რეფორმის ფარგლებში წელს დამატებით იგეგმება სააგენტოს აღჭურვა. ყველა რესურსი მობილიზებულია იმისათვის, რომ შევძლოთ მინიმუმადე დავიყვანოთ კანონდარღვევის ფაქტები“, -აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930