გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა თავშესაფრების წარმომადგენლებთან განიხილა

9-03-2026

სურსათის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა ცხოველთა თავშესაფრების წარმომადგენლებთან, რომლებიც სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციით, მთელი საქართველოს მასშტაბით, უფასოდ განახორციელებენ უპატრონო/მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას, ტესტირებას სხვადასხვა დაავადებაზე.


შეხვედრის მონაწილეებმა ღონისძიებების გრაფიკი განიხილეს და დაინტერესებულ მხარეებთან საინფორმაციო შეხვედრების აუცილებლობაზე ისაუბრეს.


აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული პატრონიანი ძაღლების აღრიცხვა და მეპატრონეებზე პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც მაქსიმალურად შეამცირებს ძაღლების ქუჩაში მიტოვების შემთხვევებს; ქუჩაში უკვე არსებული უპატრონო ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია და მიკვლევადობა კი, უზრუნველყოფს პოპულაციის შემცირებასა და შინაური ცხოველების, ასევე ადამიანთა ჯანმრთელობის, უსაფრთხოებასა და სიცოცხლის დაცვას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930