გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ქართული პრესა
შალვა ნათელაშვილი: „ტვ იმედისა“ და “პოს ტვ“-ს დასანქცირება ბრიტანეთში ჩემი ვიზიტის დროს გადაწყდა

9-03-2026

საქართველოს ლეიბორისტულლი პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, რომელიც მან ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გააკეთა, ტელეკომპანიების - „ტვ იმედისა“ და “პოს ტვ“-ს დასანქცირება ბრიტანეთში მისი ვიზიტის დროს, ერთი წლის წინ გადაწყდა, თუმცა პროცესი გაიწელა.

 

„კარგი ამბავია, რომ ბრიტანეთის ლეიბორისტული მთავრობის მიერ დასანქცირდნენ „ტვ იმედი“ და “პოს ტვ“.

 

პირდაპირ გეტყვით, ჩემი ვიზიტის პერიოდში გადაწყდა ეს საკითხი, როდესაც მე, ერთი წლის უკან ლონდონში ვიყავი, მაგრამ გაიწელა. ივანიშვილის ბოროტების ტრიბუნებისა და მიკროფონების საქმე დამთავრებულია, ვერანაირი ბანკის გახსნა, ვერანაირი შემოწირულობა და, მთელი მსოფლიო რომ აღიმართოს მათ დასახმარებლად, ვერაფერი ვეღარ უშველით“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930