გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ იოსელიანი: ევროკავშირის გადაწყვეტილებით, ყულევის ნავსადგური  სანქციების მე-20 პაკეტში არ შევა

10-03-2026

საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.


მისივე თქმით, საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ევროკავშირთან და საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინირებულ და მჭიდრო მუშაობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს სანქციების ეფექტიანი აღსრულება.


„საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით აგრძელებს საერთაშორისო სანქციების მკაცრ აღსრულებას. ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და სანქციების დაწესების დღიდან თანმიმდევრულად უზრუნველვყოფთ, რომ ჩვენი ტერიტორია, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ფინანსური სისტემა არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ავლისთვის. სწორედ ამ მიდგომის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ნავსადგურებიც, სადაც უკვე მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში ", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031