გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამართალდამცველებმა თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

11-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1986 წელს დაბადებული თ.ს. და უცხო ქვეყნის მოქალაქე 1998 წელს დაბადებული ს.ჰ., სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 


„სამართალდამცველებმა თბილისში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის „მეთადონი“, „ალფა-პვპ“ და „კეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.


პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031