გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: მარკეტა გრეგოროვას თურმე არ სმენია, რომ ლიაკა ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ბიუჯეტიდან ერიცხება რუბლი; თუ იმის შესახებაც შეიტყობს, რომ სააკაშვილიც კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა, წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს

12-03-2026

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა ევროპარლამენტარ მარკეტა გრეგოროვას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, მას პირველად ესმის, რომ ელენე ხოშტარია რუსეთიდან თანხებს იღებს.


ხუბუა X-ზე წერს, რომ თუ ევროდეპუტატი იმის შესახებაც შეიტყობს, რომ მისი საყვარელი პარტიის - ნაცმოძრაობის ბელადი სააკაშვილიც ასევე „კაგებეს“ კადრების სამჭედლოში - კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა, წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს.


„ევროდეპუტატ მარკეტა გრეგოროვას თურმე არაფერი სმენია იმის შესახებ, რომ ლიაკა ხოშტარიას ოჯახს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან პერიოდულად ერიცხება დიდძალი რუსული რუბლი. გრეგოროვას, ალბათ, არც ის გაუგია, რომ ხოშტარია რუსული სპეცსამსახურების საკადრო ლაბორატორიის - მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუტის (მგიმოს) დიპლომირებული კადრია. ხოლო თუ ევროდეპუტატი გრეგოროვა იმის შესახებაც შეიტყობს, რომ მისი საყვარელი პარტიის - ნაცმოძრაობის ბელადი სააკაშვილიც ასევე „კაგებეს“ კადრების სამჭედლოში - კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში სწავლობდა და „კაგებეს“ საკურატორო სასაზღვრო ჯარში მსახურობდა, (წოდებით „კაგებეს“ ეფრეიტორი ბრძანდება) წითელ თმებს სულ ღერა-ღერა დაიპუტავს“, - წერს ხუბუა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2026    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031