გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველოს თავდაცვის ძალებში არტილერიის დღე აღინიშნა

15-03-2026

საქართველოს თავდაცვის ძალები 15 მარტს არტილერიის დღეს აღნიშნავს. საიუბილეო ღონისძიებები ვაზიანის მე-5 და ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადების სამხედრო ბაზებზე ჩატარდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო9 ავრცელებს. 


„მე-5 საარტილერიო ბრიგადაში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. მე-6 საარტილერიო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს, ასევე, სიტყვით მიმართა დასავლეთის სარდლობის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ. მათ თავდაცვის ძალებისთვის არტილერიის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.


არტილერიის დღეს, სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით -„გენერალი კვინიტაძე“, „სამშობლოსთვის თავდადებული“, „გიორგი ანწუხელიძე“ და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.


თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საარტილერიო ბრიგადებმა სამხედროების ოჯახის წევრებსა და სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერებისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებაც ჰქონდათ“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031