გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
86 წლის დედის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

15-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, რა დროსაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს.


დაშავებული ქალბატონი მძიმე დაზიანებებით, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში მოათავსეს.


სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ლ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930