გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

16-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 1986 წელს დაბადებული ო.თ. და 1999 წელს დაბადებული მ.გ. ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინი“ ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31