გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩის განცხადებებზე: როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება", ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს

16-03-2026

როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება", ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, გერმანიის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.


პრემიერის თქმით, მას გასდის ვადა ივნისში ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა.


„მისი მდგომარეობა არის ტრაგიკული, ყულევთან და „იმედთან" დაკავშირებით მისი განცხადება ამის დასტურია. როდესაც ევროპული ქვეყნის ელჩს უწევს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების ხელყოფის „გაპრავება", ეს უკვე ტრაგიკულობის ხარისხზე მეტყველებს, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაში ჩაიყენეს თავი კონკრეტული ევროპული ქვეყნების ელჩებმა. ეს არის ძალიან მძიმე მდგომარეობა. ამ კაცს გასდის ვადა ივნისში და საბოლოო ჯამში, ასე დასრულდება მისი არც თუ სასახელო დიპლომატიური კარიერა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930