გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

24-03-2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, 2007 წელს დაბადებული ა.ი. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა.მ. რუსთავის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.


„სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული - ჯამში 33 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და „ალფა პვპ“.


გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 19-260-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930